ახალი ამბები
სოფელ თვაურებთან რუსეთის სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საქართველოს მოქალაქე, 31-წლის ლევან კუდუხოვი რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა 28 ივლისს დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კუდუხოვი ახმაჯის სიახლოვეს შენიშნეს.

ახმაჯს ამჟამად დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს და ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვაურებს, ლამისყანის ადმინისტრაციულ თემს ემიჯნება.

ლევან კუდუხოვი კასპელია და ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. ის ცხინვალის სასამართლომ გუშინ 31 ივლისს გაათავისუფლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები