ახალი ამბები
,,ჯარისკაცს სავარაუდოდ ტკიპის ბორელიოზი აქვს" - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

 

ქარელის გამგეობის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე ჰოსპიტალში ყირიმ-კონგოს ვირუსის დიაგნოზით 23 აგვისტოს მოათავსეს.  თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საბოლოო დიაგნოზი ჯერ არაა დადგენილი და სავარაუდოდ ბორელიოზია.

 

პირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გუგული გუგუშვილი ამ დაავადებას ასე ხსნის:

 

,,ტკიპებმა შეიძლება გამოიწვიონ ბორელიოზი. ამ დაავადების კერა აღმოსავლეთ საქართველოშია. ჩვეულებრივ, დასნებოვნებულია ტურა,  მელა,  მღრღნელები. ტკიპა,  რომელიც დასნებოვნებულ ცხოველს უკბენს, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გადასცემდეს დაავადებას სხვა ცოცხალ ორგანიზმებს და მათ შორის ადამიანსაც. ამავე დროს, ტკიპა დაავადებას გადასცემს თავის შთამო-მავლობასაც (გადაცემის ტრანსოვარიული გზა). აქტუალურია ტკიპისმიერი ენცეფალიტებიც. საბე-დნიეროდ, ჯერ არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დაავადების შემთხვევები, მაგრამ მიგრაციული პროცესები და დაავადების გადამტანი იქსოდური და არგაზული ტკიპების არსებობა ჩვენშიც სავსებით რეალურ საფრთხეს ქმნის."

 

,,იქსოდური ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ხასიათდება კანის, გულის, ნერვული სისტემისა და სახსრების დაზიანებით. დაავადება ვითარდება მისი გადამტანის -იქსოდური ტკიპის კბენის შედეგად. მის მიმდინარეობაში რამდენიმე ფაზას განარჩევენ. პირველი ფაზა, რომელიც 2-დან 35 დღემდე გრძე-ლდება, ხასიათდება ერითემული (წითელი ფერის) გამონაყარის აღმოცენებით. გამონაყარის არეში აღინიშნება წვა, დაბუჟების შეგრძნება, ქავილი. ხშირად ერითემას ერთვის საერთო სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ზომიერი ან მაღალი ცხელება, ძვლების ტკივილი. შესაძლებელია განვითარდეს ლიმფური კვანძების გენერალიზებული გადიდება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ანგინა, კონი-უნქტივიტი, თვალის ფერადი გარსის ანთება. ამ ნიშნებიდან 2-5 კვირის შემდეგ და ზოგჯერ უფრო გვიანაც კი ვითარდება დაავადების მეორე ფაზა, რომელიც ხასიათდება გულის დაზიანებით (აღმოცე-ნდება გამტარებლობის დარღვევა და არითმია) ან ნერვული სისტემის მხრივ ცვლილებებით. შესა-ძლებელია განვითარდეს უნებლიე მოძრაობები. მესამე ფაზა იშვიათია და სახსრების დაზიანება ახასიათებს." - ეს განცხადება გამოქვეყნებულია მკურნალი.ჯი-ს საიტზე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები