ახალი ამბები
ჭაბუკი ძიუდოისტი ევროპიდან ქარელში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე ვლადიმერ ახალკაცმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის გამგეობის კულტურის სამსახურიდან აცნობეს.

ახალგაზრდული და სპრორტული განყოფილების წარმომადგენლების ცნობით, ახალკაცმა გამარჯვება მიმდინარე წლის 25-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ჭაბუკთა ევროპის ოლიმპიადაზე მოიპოვა. აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა.

81-წონით კატეგორიაში ახალკაცმა ორი შეხვედრა მოიგო, 1/4-ფინალში კი მოლდოველ იუგენ მატვეიციუსთან დამარცხდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო. დამამშვიდებელ ჯგუფში ახალკაცმა სამი შეხვედრიდან სამივე იპონით მოიგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები