ახალი ამბები
ცხინვალში ,,გაის" ნასვამი თანამშრომელი მანქანით ორ გოგოს დაეჯახა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგზაო მილიციის თანამშრომელი მანქანით ორ გოგოს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს ცხინვალის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საგზაო მილიციის (,,გაი") თანამშრომელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

,,ნარკოლოგიურ ცენტრში შემოწმების პროცედურებს პირადად დაესწრო შს მინისტრი იგორ ნანიევი. დადგინდა, რომ ,,გაის" თანამშრომელი მთვრალი იყო"- იუწყება ცხინვალის შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

მისი თქმით, იგორ ნანიევის გადაწყვეტილებით, მილიციელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა თანამდებობიდან.

რაც შეხეება დაშავებულებს, ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, გოგონები უკვე გაწერეს სახლში, რომლებიც ამბულატორულ მკურნალობას დაექვემდებარებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები