ახალი ამბები
მცხეთიჯვართან წიფლის ხეები უნებართვოდ მოჭრეს
მოქალაქეს, ხაშურის რაიონში, 5 მ3 წიფლის სახეობის საშეშე მერქანი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მანქანა სოფელ მცხეთიჯვართან გააჩერეს.

,,შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა შეადგინეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები