ახალი ამბები
ზემო არცევისა და იკორთას მოსახლეობა ცხინვალის მთავრობას დახმარებას სთხოვს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ზემო არცევისა და იკორთას მოსახლეობა, ცხინვალის მთავრობას დახმარებას სთხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო მედია იუწყება. ადგილობრივი მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, 25-მდე მოქალაქე სოფლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

არცეველებისა და იკორთას მოსახლეობის განცხადებით, მათ სოფლებში არაა  მედპუნქტი, დაზიანებულია მისასვლელი გზა, ადგილობრივები განიციდიან სასმელი წყლის დეფიციტს. 

როგორც ირკვევა, 2012 წლიდან ორივე სოფლის მოსახლეობას გორის რაიონის სოფლებისკენ გზა გადაუკეტეს. გამყოფ ხაზთან დე-ფაქტო მთავრობამ საგუშაგო გახსნა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელს ერიკ ფუხაევს უთხრეს, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები აქვთ.

,,შესაბამისად, ვერც ცხინვალში მივდივართ, იმიტომ, რომ არ გვაქვს სამხრეთ ოსეთის პასპორტები და ვერც საქართველოში გადავდივართ, საგუშაგოზე არ გვიშვებენ" - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი სააგენტო ,,რესთან" საუბარში. მოსახლეობასთან საუბრისას ირკვევა, რომ გორის რაიონის ადმისიტრაციულ საზღვართან გზის გადაკვეთის შემდეგ, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

არცეველებს და იკორთელებს დე-ფაქტო მთავრობის ლიდერი ერიკ ფუხაევი და ერგნეთის მოლაპარაკებებში ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენელი მურატ ჯიოევი შეხვდნენ. ისინი პრობლემის მოგვარებას შეპირდნენ.

იხ. ამავე თემაზე:

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ქართული პასპორტით - ფეხმძიმე ქალი სამშობიაროში მისვლას ვერ ახერხებს

გამყოფი ხაზის ერთ მხარეს დარჩენილ იკორთაში დენს გორის რაიონიდან აწვდიან



Print

სტატიის გამოყენების პირობები