ახალი ამბები
ფერმერებმა ცხვარში ყვავილის დაავადების ნიშნები აღმოაჩინეს
2017 წლის 15 სექტემბრამდე ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღდეგო ვაქცინაცია აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სურსათის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს. ვაქცინაციის სასწრაფო წესით ჩატარება ერთ-ერთ ფერმაში ყვავილის დაავადების აღმოჩენამ გამოიწვია.

დაგეგმილია 686 000 დოზა ცხვრისა და თხის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.

20 ივლისს ყვავილით დაავადებული ცხვარი დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში იპოვეს.

,,კამპანიური სახით მოკლე პერიოდში მოხდება ფერმერების საკუთრებაში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველის იმუნიზაცია. რითაც არიდებული იქნება არსებული საფრთხიდან დაავადების გავრცელების მოსალოდნელი რისკი." - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

დაავადება წარმოადგენს ვირუსულ კონტაგიოზურ ინფექციას და იწვევს ფერმერებსა და ოჯახურ მეურნეობებში დიდ ეკონომიურ ზარალს, რაც გამოიხატება დაავადებული ცხოველების მაღალი სიკვდილიანობით, დავადების სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებსა და საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვებში.

,,აღნიშნული უარყოფითად ისახება ცოცხალი ამთვისებელი ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტი, რომ საზაფხულო საძოვარზე (დმანისის მუნიციპალიტეტში) ადგილი აქვს (20 ივლისი) გამოვლინებას და არსებობს რეალური საფრთხე მისი არაიმუნიზირებულ ცხოველებში ფართო და სწრაფი გავრცელებისა"-- იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი.

მისი თქმით, საჭიროა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარებული იქნას ცხოველების ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე მიგრაციის მასიურ დაწყებამდე (15 სექტემბრამდე), ვინაიდან ზაფხულის საძოვარზე ცხოველები იმყოფებიან კომპაქტურად, რაც იძლევა ღონისძიების სწრაფ და ეფექტურად ჩატარების საშუალებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები