ახალი ამბები
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ,,გორი-მოლი" ჟურნალისტებისთვის აქციას აწყობს
ქალაქ გორში, ახალი სატრენაჟორო დარბაზი ,,გორი მოლი" გაიხსნა. სპორტულმა დარბაზმა ფუნქციონირება პირველი აგვისტოდან დაიწყო.

,,გორი-მოლის" ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე, მომსახურების მიღება, მხოლოდ, ქალებს შეუძლიათ. მამაკაცებისთვის ცალკე დარბაზი მზადდება.

შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, დარბაზის მფლობელი გიორგი კანდელაკი სპეციალურ აქციას აწყობს. ამის თაობაზე ცნობილი მოკრივე, დღეს, სპეციალურად ჟურნალისტებისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს.

პრეს-ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის პირობებს გააცნობენ, სადაც მათთვის შეღავათიანი მომსახურებაა გათვალისწინებული. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები