ახალი ამბები
მდინარე თეძამზე წყალსაცავის მოწყობას კასპელებს ოთხი წელია პირდებიან
2 აგვისტოს, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, გოგა გულორდავა, ვანო ზარდიაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ზ/ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის: რეგიონის ეკონომიკური და სოციალური საკითხები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და წყალმომარაგება.

„მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პირველი ემოციური შეხვედრა გავმართეთ ზემო ხანდაკის მოსახლეობასთან. შემიძლია ვთქვა, რომ რაიონში სხვადასხვა პროექტების განვითარების საკმაოდ მაღალი ტემპი აღინიშნება. ზემო ხანდაკის მოსახლეობა მალე მთლიანად გაზიფიცირებული იქნება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ არის თეძმის წყალსაცავის უდიდესი პროექტი, რომელიც ბევრ პრობლემას გადაჭრის წყალმომარაგების და მელიორაციის კუთხით.“ - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ცნობისათვის, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მდინარე თეძამზე წყალსაცავის მშენებლობის შესახებ, ინფორმაცია ჯერ კიდევ 2013 წელს გაავრცელა.

,,ჩემი ერთერთი წინასაარჩევო დაპირება და პრიორიტეტი იყო ახალგაზრდების გადამზადება და დასაქმება, ჩვენ ეს შევძელით და განვახორციელეთ ძალიან წარმატებული პროექტი, სულ მალე, სოფლებში გავხსნით ლოკალურ ცენტრებს, სადაც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურვილი ექნება ჩაერთოს თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადავამზადებთ და დავასაქმებთ. - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები