ახალი ამბები
ცხინვალში საჰაერო-სადესანტო არმიის დღე მდინარე ლიახვში ბანაობით აღნიშნეს
ცხინვალში რუსეთის საჰაერო-სადესანტო არმიის დღე აღნიშნეს. ყოველწლიურ ტრადიციას, რომელიც მოსკოვში, გორკის სახელობის პარკში აღინიშნება,  დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯარისკაცებმა ქალაქში მსვლელობის შემდეგ, მდინარე ლიახვში იბანეს. 

რადიო თავისუფლების ცნობით, საჰაერო-სადესანტო ძალების დღეს რუსეთში, ჩვეულებრივ, ხშირია სპირტიანი სასმელების გადამეტებული მოხმარების და ჩხუბის შემთხვევები.

ეს დღე აღინიშნება 1935 წლის 2 აგვისტოს საბჭოთა საჰაერო-სადესანტო ძალების შექმნასთან დაკავშირებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები