ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ხაშური-ოსიაურის მონაკვეთზე მოძრაობა გადატვირთულია
თბილისი-სენაკის მთავარი ავტომაგისტრალის ხაშური-ოსიაურის მონაკვეთზე მოძრაობა გადატვირთულია.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურიდან თბილისისკენ მიმავალმა მგზავრებმა გადაიღეს.

ფოტოს ავტორის ცნობით, ძირითადად, დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი ზოლია გადატვირთული. სავარაუდოდ, წლის აღნიშნულ სეზონზე, მოქალაქეები აჭარის მიმართულებით მიდიან.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბათუმის ტურისტულ ცენტრებს მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით მეტმა ვიზიტორმა მიაკითხა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები