ახალი ამბები
სურამში ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა
სურამში ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა

ინფორმაციას ,,გურია ნიუსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მანქანა მათ ტროტუარზე დაეჯახა.

ჟურნალისტი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მძღოლი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რომელის ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილებს ჩოხატაურში გადაასვენებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები