ახალი ამბები
სოფელ ქანდასთან ავტობანზე გადასულ ძროხას მანქანა დაეჯახა
დღეს საღამოს თბილისი-სენაკის მთავარ ავტომაგისტრალზე ძროხას ავტომანქანა დაეჯახა.

საგზაო შემთხვევისას არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრობლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და ძროხის პატრონის ვინაობას არკვევენ.

დაზიანდა ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა. შემთხვევა სოფელ ქანდასთან, ქსნის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა.

,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან წესების დარღვევით აღმოჩნდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით თუ დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

ხოლო თუ ავარია პირუტყვის გამო მოხდა, მისი მეთვალყურე 100 ლარით ჯარიმდება. პირუტყვის გადაადგილებაზე პასუხისმგებლობა როგორც მეხრეს, ასევე პირუტყვის პატრონს ეკისრება.

"პირუტყვს სავალ ნაწილზე არაორგანიზებულად გადაადგილება ეკრძალება. ქაოსური კოლონა მცირე ზომის მოწესრიგებულ ჯგუფად უნდა იქცეს, რომელშიც უნდა იყოს არა¬უმეტეს 10 პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა. პირუტყვმა უნდა იმოძრაოს გზის ნაპირზე ერთ რიგად, სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებით. ნახირს უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მათ მეთვალყურეობას გაუწევს. ამასთან, გზებზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან. კანონის მიხედვით, პირუტყვის გზაზე გადარეკვა სასურველია დაღამებამდე მოხდეს" - აღნიშნულია კანონში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები