მძღოლი, რომელიც სურამში მანქანით დედა-შვილს ტროტუარზე დაეჯახა, დააკავეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე
მძღოლი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული გ.ჩ.
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, სურამში,
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე,
ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა
ტროტუარზე დედა-შვილს - 1979 წელს დაბადებულ შ.მ.-ს და 2012 წელს
დაბადებულ ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალნენ.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 7-ე
ნაწილით).
სტატიის გამოყენების პირობები