ახალი ამბები
ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლები დაანთეს
დღეს, 7 აგვისტოს, 21:00 საათზე აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალს პატივი მიაგეს.

კომბინატის ხიდთან მდებარე სკვერში ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მერიის პრეს-სამსახურის აცხადებს, რომ სანთლების ტრადიციული აქცია მათი ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.


ღონისძიების დასასრულს ჰაერში ფრანები გაუშვეს, რომლებსაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელები ეწერა.

8 აგვისტოს, 11:00 საათზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქში არსებულ მემორიალებს ყვავილებით შეამკობენ.

1.ძმები რომელაშვილების მემორიალი /ვერხვების დევნილთა ჩასახლება/ ;
2. ე.წ. ჭურვების მემორიალი /სუხიშვილის #12-ის მიმდებარედ/;
3. სამშობლოსთვის თავდადებულთა მემორიალური სვეტი და დაჩეხილი მეომრების მემორიალი /საკათედრო ტაძრის მოპირდაპირედ, გოგებაშვილის ბაღთან/;
4. 9 აპრილის მემორიალი (სამეფო ქუჩა);
5. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალი /დიდედბის მუზეუმთან/;
6. აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი /კომბინატის ხიდთან/;

Print

სტატიის გამოყენების პირობები