ახალი ამბები
წედისსა და ბნავისში სასმელ წყალს ,,ენერგო-პროს" ნებართვა ჭირდება

 

სოფელ წედისში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ჭაბურღილი გაკეთდა. თუმცა ჭაბურღილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. საჭირო ფაზის მიწოდებას ენერგო-პრო ჯორჯიას ნებართვა ჭირდება:

 

,,იცით, რომ ფაზების მიწოდებას და დარეგისტრირებას თავისი ვადები აქვს. როგორც ჩანს დენის მიმწოდებელი კომპანია ამ ვადებს იყენებს" - ამბობს სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში სოსო ვანიშვილი. ჩვენს კითხვაზე, თუ რა ვადაში დარეგისტრირდება ეს, ვანიშვილმა ვერ დააზუსტა.

 

ბნავისში კი  შემკრებ აუზში წყალი აღარ გროვდება. ეს ბუნებრივი წყაროს წყლის დაშრობამ გამოიწვია. ავზის შევსება, სავარაუდოდ, ნალექების მოსვლის და წყაროს წყლის ,,გაცოცხლების" შემდეგ განახლდება.

 

რაც შეეხება სოფელ ატენს, სოსო ვანიშვილი ამბობს, რომ წყლის მილები აღდგა: ,,თუმცა, რაკი დიდი ხნის განმავლობაში წყალი მილში არ მიედინებოდა, წყალს, ძირითადად, სოფლის ზედა ნაწილი დასალევად და მოსარწყავად იყენებს. ქვედა ნაწილში ჯერ არ ჩამოსულა" - აცხადებს სოსო ვანიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები