ახალი ამბები
შინდისში დაღუპული მებრძოლების მემორიალს აშშ-ს ელჩმა პატივი მიაგო
ამერიკის ელჩმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით ონიაშვილთან ერთად შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა გმირთა ხსოვნას.

„დღეს მე ვდგავარ იმ ადგილას, სადაც, ქართველმა ჯარისკაცებმა თავისი სიცოცხლე გაწირეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს რაოდენ დიდი ფასი აქვს თავისუფლებას და მშვიდობას. ქვეყანას უნდა ჰქონდეს არჩევანი თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მომავალი უნდა ჰქონდეს მას. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. ვიცე პრემიერმა მაიკლ პენსმა თქვა და მეც ვიმეორებ - ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მცოცავ ოკუპაციას და ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის - განაცხადა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.

2008 წლის 5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 170 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 14 სამართალდამცველი და 228 სამოქალაქო პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები