ახალი ამბები
გორელი ახალგაზრდები პროექტს ,,Lex-rex - კანონი მეფობს" ახორციელებენ
პროექტის ,,lex-rex ( ლათ. კანონი მეფობს)" ფარგლებში გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2-დღიანი შეხვედრა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით იმართება.

მას ახალაზრდული ჯგუფი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით, ახორციელებს.

მოსწავლეები და სტუდენტები, იმიტირებული სასამართლო პროცესების საშუალებით, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებზე და ცვლილელებზე მართავენ დებატებს.

თავდაპირველად, დებატების მეშვეობით, პროექტის ფარგლებში 70-მდე ახალგაზრდა შეარჩიეს. ამის შემდგომ პროექტის მონაწილეებმა ახალ ბაღში (კულტურისა და დასვენების პარკში) ,,CiTy Game'' ითამაშეს, სადაც სათავგადასავლო სტილის აქტივობაში აკადემიური ცოდნა მიიღეს.

,,CiTy Game'' - ის საუკეთესო მონაწილეებისგან გუნდი შექმნეს, რომლებიც გამომცემლობა ,,ლიბრას' ვაუჩერებითა და წიგნებით დააჯილდოვეს. საუკეთესო დელეგატებს სხვადასხვა ფასიანი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები