ახალი ამბები
გამგეობის ცნობით კვერნაკის ქედზე 20 ჰა ფართობი დაიწვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, შავშვებისა და ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი, ნაყანების გარდა, კვერნაქის ქედის ფერდობსაც მოედო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით,  ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ხანძრის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამოდენიმე ბრიგადა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

,,ადგილზე იმყოფებონენ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც მაშველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას. გადამწვარია დაახლოებით 20 ჰა სახნავ-სათესი მიწის ფართობი. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია" - აცხადებენ გამგეობაში.






Print

სტატიის გამოყენების პირობები