ახალი ამბები
სოფელ მოხისთან მდინარეზე გადასასვლელ ხიდს არემონტებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან მდინარეზე გადასასვლელ ხიდს არემონტებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

ქარელის გამგეობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული ხიდით ერთმანეთს კოდა და ვარდისუბანი უკავშირდება.

,,სამუშაოები მოხისი-კოდა-ვარდისუბნის საავტომობილო გზის ასფალტირების სამუშაოების პროექტის ნაწილია, რომლის მთლიანი ღირებულებაა 1 318 000 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,იბოლია“" - აცხადებენ გამგეობაში.

რაც შეეხება დარჩენილ 2 კმ მანძილს, რომელიც ასევე დაზიანებულია, მისი მოასფალტების მიზნით სამშენებლო კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება მზადდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები