ახალი ამბები
გორის მე-4 და მე-14 საბავშვო ბაღები სექტემბერ-ოქტომბერში გარემონტდება
მიმდინარე წლის შემოდგომით ქალაქ გორის მე-4 და მე-14 საბავშვო ბაღების შენობებს გაარემონტებენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქ მერიამ 9 აგვისტოს მიიღო. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, ზამთრამდე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში მე-4 საბავშვო ბაღში გაარემონტებენ ოთახებს, საკანალიზაციო სისტემებს და გამოცვლიან ელსადენებს.

რაც შეეხება მე-14 საბავშვო ბაღს, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაუტარდება ეზოს და სველ წერტილებს. ჯამში, მერიის ბიუჯეტიდან 46 000 ლარი გამოიყო.

ფოტოზე: მე-4 საბავშვო ბაღი
Print

სტატიის გამოყენების პირობები