ახალი ამბები
გორში ჭაბუკ მოკრივეთა გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
დაახლოებით 10 წელია ქალაქ გორში ქართველ მოკრივეთა მასშტაბური მოსამზადებელი შეკრება არ ჩატარებულა.

საქართველოს ჭაბუკთა 16-კაციანი ნაკრები 12 აგვისტოდან მზადებას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის დარბაზში გადიან. ისინი 25 აგვისტომდე ივარჯიშებენ და შემდეგ ბულგარეთში გაემგზავრებიან. 7-16 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატი იმართება. 

ჭაბუკი მოკრივეთა მთავარი მწვრთნელის ბექა ლობჟანიძის განცხადებით, გუნდმა ევროპის ჩემპიონატისთვის, გაზაფხულიდან მოყოლებული რამდენიმე მოსამზადებელი შეკრება გაიარა და საერთაშორისო ტურნირებშიც მიიღო მონაწილეობა.

,,უკვე გამოკვეთილია გუნდის ძირითადი ბირთვი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. იმ წონით კატეგორიაში ფავორიტები, სადაც ჯერ საუკეთესონი არ გარკვეულა - ამჟამად მიმდინარე შეკრებაზე გამოიკვეთება." - აცხადებს ბექა ლობჟანიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები