ახალი ამბები
კომბინატის დასახლებაში ავტომანქანასთან შეჯახებისას დაშავებული ქალი საავადმყოფოში რჩება
ქალს, რომელსაც, გუშინ, ქუჩაზე გადასვლილას მანქანა დაეჯახა, ,,გორმედის" საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში რჩება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაზიანებები სოცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მიუხედავად ამისა, პაციენტის შემდგომი მკურნალობა რამდენიმე დღით აუცილებელია.

შემთხვევა გუშინ საღამოს შინდისის გზატკეცილზე მოხდა. სუპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადადიოდა.

როგორც ირკვევა,  ქვეითთა საგზაო გადასასვლელი, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით 50 მ მანძილზეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები