ახალი ამბები
ძევერაში სამი დღის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან მამაკაცი გარდაცვლილი მდინარე ლიახვის პირზე იპოვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის წარმომადგენელმა გელა ხუციშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, მამაკაცი სამი დღის განმავლობაში არ ჩანდა.

,,ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ამ კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ალბათ, დაადგენენ ზუსტ მიზეზს, მაგრამ, როგორც მე ვიცი, საკვებს თითქმის არ იღებდა. ჩემთან მოსულები იყვნენ ამ ოჯახის წევრები ცოტა ხნის წინ სოციალური დახმარების აღდგენის თაობაზე. ეს ისეთი ოჯახია, რომ სოციალური დახმარება არ უნდა მოხსნოდათ" - აცხადებს გელა ხუციშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები