ახალი ამბები
ახალგორში ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ახალგორში ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა" ავრცელებს.

რადიოს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერის მიხედვით, თამარ მეარაყიშვილს, დაკავების შესახებ, პროკურატურის წარმომადგენელი ესაუბრება.

თამარ მეარაყიშვილმა აუდიოჩანაწერი ,,ეხო კავკაზას" დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე მიაწოდა.

,,ნეტგაზეთის" ცნობით, თამარ მეარაყიშვილის მიმართ ზეწოლა ბოლო პერიოდში გახშირდა. თავდაპირველად, უცნობმა პირებმა ის გაიტაცეს, რომლის შესახებ ჟურნალისტი თავად არ საუბრობდა. შემდეგ, 31 ივლისს, მილიციაში დაიბარეს. 

თამარ მეარაყიშვილი არის ,,ეხო კავკაზას" ჟურნალისტი, ასევე, თანამშრომლობს ,,ნეტგაზეთთან".
Print

სტატიის გამოყენების პირობები