ახალი ამბები
ქარელში 54 წლის მამაკაცი ცოლის ცემის გამო დააკავეს
ქარელში პოლიციამ 54 წლის მამაკაცი ცოლის ცემის გამო დააკავა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დაშავებული ქალი 46 წლისაა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1971 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით)." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები