ახალი ამბები
ამერიკის ელჩი ერგნეთში აგვისტოს მუზეუმს ესტუმრა
დღეს, ერგნეთში, აგვისტოს მუზეუმს ამერიკის ელჩი იან კელი ესტუმრა.

დელეგაციის წევრებმა მუზეუმში დაცული ის ნივთები დაათვალიერეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ფრანგეტებს ასახავს.

ელჩმა მანამდე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი დიცი მოინახულა, სადაც, ასევე, უშუალოდ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი გადის. სტუმრებმა და მაპინძლებმა მუზეუმის კედელზე გაკრულ ბანერზე სახელწოდებით ,,არა ოკუპაციას" საკუთარი ხელმოწერებიც დატოვეს.

,,აგვისტოს მუზეუმი" ერგნეთში 2017 წლის 8 აგვისტოს ლია ჩლაჩიძის სახლის პირველ სართულზე გაიხსნა. საცხოვრებელი ბინა 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად დაიწვა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები