ახალი ამბები
გორში მობილურების სახელოსნო გაქურდეს
ქალაქ გორში მობილურების სახელოსნოს ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან აცნობეს. 

პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულის სავარაუდო საცხოვრებელი სახლი ქეთევან წამებულის ქუჩაზე უკვე გაჩხრიკეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ამოღებულია ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით.

,,სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი. ამოღებულია ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად. გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით" - აღნიშნავენ შს-ში.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ქურდობას ჩადენილი საცავში შეღწევით.

უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები