ახალი ამბები
ქალაქში მოსაცდელი ჯიხურები აიღეს
ქალაქ გორში ავტობუსის მოსაცდელი ჯიხურები აიღეს. 16 ჯიხურს დემონტაჟი უკვე გაუკეთდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ახალი მოსაცდელების დამონტაჟების პროცესი სამი კვირის შემდეგ დასრულდება.

„ამ ეტაპისთვის ქალაქში უკვე გამოიცვალა 5 და განხორციელდა 11 ჯიხურის დემონტაჟი. ვცდილობთ, ახალი ჯიხური ძველის დემონტაჟიდან მაქსიმალურად მოკლე დროში დავამონტაჟოთ, რათა მოსახლეობას მოსაცდელების არ ქონამ არ შეუქმნას გადაადგილებისას დისკომფორტი. ეს პერიოდი ერთ კვირას მოიცავს. აღნიშნული დრო საჭიროა სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანად შესასრულებლად.“ - აცხადებენ შპს „ალმას“ წარმომადგენლები.

შპს ,,ალმამ" ტენდერში 2017 წლის 9 იანვარს გაიმარჯვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები