ახალი ამბები
გორის ციხის მთავარი მეხანძრე - სასულიერო პირი გიორგი (კარელიძე) (Photo/Video)
გორის ციხეზე გაჩენილ ხანძარს სასულიერი პირი, გიორგი კარელიძე პირველივე წუთებიდან ებრძოდა.

სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის გამოჩენამდე, რომლებიც ცეცხლს ციხის ჩრდილოეთ ფერდობზე აქრობდნენ,  მოქალაქეებთან ერთად, ხანძარს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს აკავებდნენ.

შავი ტანსაცმლით ხელში მამა გიორგი (კარელიძე), ცეცხლმოკიდებულ ფერდობს საბოლოოდ ჩაქრობამდე არ მოცილებია. უფრო მეტიც, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ეხმარებოდა.

მის გვერდით ახალგაზრდებმა ველური ბუჩქების ტოტები მოამტვრიეს და ხმელ ბალახზე ალის გავრცელების შეჩერება სცადეს. ფერდობიდან ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიებზე არ გავრცელებულა.














Print

სტატიის გამოყენების პირობები