ახალი ამბები
სტალინის სახლ-მუზეუმთან მანქანა ქალს დაეჯახა
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა.

დაშავებული გორის საავამდყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ქვეითი მსუბუქად დაშავადა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს, დაახლოებით, 18 საათზე მოხდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტოსაგზაო წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როდესაც ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

იხ. ამავე თემაზე:

უკან სვლით მიმავალი მანქანა შუახნის ქალს დაეჯახა


პოლიციის შენობასთან მანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა

გორში გალფის სადგურთან მანქანა ქალს დაეჯახა - მძღოლს ეძებენ

,,ლექსუსი" ძველ ბაზართან ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა (PHOTO)

კომბინატის დასახლებაში ავტომანქანასთან შეჯახებისას დაშავებული ქალი საავადმყოფოში რჩება
Print

სტატიის გამოყენების პირობები