ახალი ამბები
,,ახალ ბაღში" გარემოს დამცველები გორელებს მწვანე კაფეზე ეპატიჟებიან
18 აგვისტოს, 20:30 საათზე, გორის „ახალ ბაღში“ ნარჩენების მართვის თემატიკაზე მწვანე კაფე მოეწყობა, სადაც დოკუმენტურ ფილმებს უჩვენებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელმა აცნობა.

მისი განცხადებით, ყავა-ჩაისა და მისაყოლებლებლის თანხლებით, ,,მწვანე კაფეში" მოქალაქეებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით დისკუსიაში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ.

,,პარასკევს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დრო სასიამონოდ გაატარონ. მათ შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ მეტი ინფორმაცია მიიღონ გარემოზე ზრუნვის, რესურსების შენახვისა და ნარჩენების მართვაზე, არამედ თავისი დამოკიდებულება დააფიქსირონ ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვის გამოწვევებთან დაკავშირებით" - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

პროგრამა ხორციელდება პროექტის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" ფარგლებში, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი – და ქალაქ თბილისში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები