ახალი ამბები
,,ნარჩენი ყოველთვის არ არის ნაგავი" - შემეცნებითი აქცია ,,ახალბაღში"
18 აგვისტოს,  გორის „ახალ ბაღში“ ნარჩენების მართვის თემატიკაზე მწვანე კაფე მოეწყო და დოკუმენტურ ფილმებს უჩვენეს.

ყავა-ჩაისა და მისაყოლებლებლის თანხლებით, ,,მწვანე კაფეში" მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ არა მხოლოდ მეტი ინფორმაცია მიეღოთ გარემოზე ზრუნვის, რესურსების შენახვისა და ნარჩენების მართვაზე, არამედ თავისი დამოკიდებულება დაეფიქსირებინათ  ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვის გამოწვევებთან დაკავშირებით.

,,ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება. აუცილებელია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნარჩენი ყოველთვის არ წარმოადგენს ნაგავს. ის დიდი ენერგიის შემცველია და მისი გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება"  - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი სალომე სულაბერიძე. 

პროგრამა ხორციელდება პროექტის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" ფარგლებში, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი – და ქალაქ თბილისში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები