ახალი ამბები
კასპში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" გამგებლის კანდიდატად ალექსანდრე შაქარაშვილი წარადგინა
კასპში ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გამგებლის კანდიდატად ალექსანდრე შაქარაშვილი წარადგინა.

ამის შესახებ დღეს სააკაძის ძეგლთან პარტიის ცენტრალური ოფისიდან ჩასულმა სტუმრებმა ადგილობრივებს განუცხადეს.

მათი თქმით, ალექსანდრე შაქარაშვილი საუკეთესო კანდიდატს წარმოადგენს რაიონის და მისი მოსახლეობის გადასარჩენად.

ალექსანდრე შაქარაშვილი სოფელ დოესიდანაა, რომელიც ამომრჩეველთა რიცხოვნობით, ერთ-ერთი დიდი სოფელია რაიონში. შაქარაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში სოფლის გამგებელი იყო.

თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ტარდება.













Print

სტატიის გამოყენების პირობები