ახალი ამბები
,,ახალბაღში" გორის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით ფოტოგრაფთა აქცია გაიმართა
19 აგვისტოს ,,ახალბაღში" გაიმართა ღონისძიება, რომელიც ,,გორის სამედიცინო ცენტრის" მხარდაჭერით ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბის" წევრებმა მოაწყეს.

მსოფლიო ფოტოგრაფიის დღეს ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენლება უფასო ფოტოსესია შესთავაზეს.

სახალისო ვიქტორინაში გამარჯვებულებს 100-ლარიანი, ხოლო მონაწილეებს 30 ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ. ვაუჩერის მფლობელებს შესაბამის უფასო სამედიცინო მომსახურებას ,,გორის სამედიცინო ცენტრში" გაუწევენ, რომელიც წელს გაიხსნა ვერხვების დასახლებაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები