ახალი ამბები
გორის მერის კანდიდატად ნიკა მელიამ რევაზ კახნიაშვილი წარადგინა
გორის მერის კანდიდატად  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი რევაზ კახნიაშვილი წარადგინა.

ამის თაობაზე განცხადება პარტიის ლიდერმა გუშინ, გორში ყოფნისას განაცხადა.

ნიკა მელიამ და რევაზ კახნიაშვილმა გორის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს და მოქალაქეებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს.

მელიას თქმით, ქალაქისთვის კახნიაშვილის კანდიდატურა, მისაღებია.

რევაზ კახნიაშვილი ამავე პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბადრი ბასიშვილის გუნდის წევრია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები