ახალი ამბები
ყორნისის სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ მილიციას აცნობეს
სოფელ ყორნისში, რომელიც ზნაურის რაიონში მდებარეობს, ბომბი ვერ აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ცხინვალის მედიის ცნობით, ანონიმმა წყარომ დღეს დილით მილიციაში დარეკა და განაცხადა, რომ სკოლის შენობა დანაღმულია.

,,ამჟამად, სამართალდამცავები ეძებენ იმ პიროვნებას, რომელმაც ანონიმურად ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მილიციას" - აცხადებენ ცხინვალის ძალოვან სტრუქტურებში.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებულ ქალაქ ზნაურს საქართველოს ხელისუფლებამ სახელი შეუცვალა და ის ოფიციალურად ყორნისად იწოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები