ახალი ამბები
ქარელის 9 სოფელში გარეგანათების ნათურებს დააყენებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში გარეგანათებისთვის საჭირო ნათურებს დააყენებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტი ნათურა რუისსა და დვანში დამონტაჟდება. გარდა ამისა, ღამით მთიანი დასახლების რამდენიმე სოფლის ქუჩებსაც გაანათებენ.

თათანაანთ უბანი - 16 ცალი
სამწევრისი - 42 ცალი
ვედრება - 28 ცალი
სანებელი - 7 ცალი

რაც შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს:

ტახტისძირი - 14 ცალი
დვანი - 49 ცალი

სოფელ ურბნისში 7 ნათურას დაამატებენ, ხოლო ძლევიჯვარში - 3-ს.

რუისში 75 ნათურას დაამონტაჟებენ.

სამუშაოები სექტემბერში დაიწყება. ჯამურად, 241 ნათურის მონტაჟისთვის 64 ათასი ლარი გამოიყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები