ახალი ამბები
ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან მძღოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ერთი დღის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან ადგილობრივმა პოლიციამ ხულიგნობის ორი ფაქტი აღკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა ,,გაზეტა სლოვო" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით,  მძღოლების დაპირისპირების ფაქტები ზოგადად გახშირებულია. ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირებას ურიგოდ მიმავალი მძღოლები იწვევენ.

,,ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობით ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეები გამოირჩევიან." - აცხადებენ ადგილობრივი სამართალდამცავები.  მათი განმარტებით, ადგილობრივებისთვის გრძელ რიგებში დგომა მიუღებელია.

სააგენტოს ცნობით, ზემო ლარსზე გრძელი რიგები თითქმის ერთი თვეა გრძელდება, ხოლო გაუგებრობებს და დაპირისპირებას რუსეთისა და საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების არაკოორდინირებული მუშაობა იწვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები