ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან ვითარება გართულდა
ბორჯომის ტელევიზიის ცნობით, დღეს საღამოს სოფელ დაბასთან გაძლიერებული ხანძრის გამო, მდგომარეობა გართულდა.

,,კვამლი და ფერფლია თითქმის მთელ მუნიციპალიტეტში, ახლა უკვე ნახანძრალთან ერთად მწვანე ნარგავებიც იწვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტისკენ მიიწევს. შესაძლოა მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო." - იუწყება ადგილობრივი ტელევიზია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები