ახალი ამბები
სოკარი: გორში ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყო
ქალაქ გორში ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,სოკარ ჯორჯიადან" აცნობეს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, უბნებში ოჯახებს მათი თანამშრომლები, გაზის აღდგენის შესახებ, უკვე აფრთხილებენ.

ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს საღამოს შეწყდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აირის მიწოდების შეწყვეტა ავარიულმა სიტუაციამ გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები