ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო მილი ,,სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა დააზიანეს
ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო მილი დაზიანდა.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გადაიღო.

ფეკალური მასა ამჟამად კეცხოველის ქუჩაზე მიედინება, ხოლო დაზიანების ადგილი გაბაშვილისა და კეცხოველის ქუჩების გადაკვეთაზეა.

გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მილი ,,სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა დააზიანეს, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

,,კონკრეტულად, რა საქმიანობას ეწეოდნენ ადგილზე ვერ გეტყვით, თუმცა, მილის შეკეთება საკუთარ თავზე აიღეს" - აღნიშნავენ გორის მერიაში.

საკანალიზაციო მილიდან ამოსული მასა რამდენიმე ათეულ მეტრზე მოძრაობს, შემდეგ კი, სანიაღვრე არხში ჩადის. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები