ახალი ამბები
საცხენეთში ხანძარი ტყეში გაჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურთან ხანძარი ტყეს უკიდია.

ამის ამსახველი ფოტო ადგილობრივებმა გადაიღეს.

მათი თქმით, ცეცხლი ყველაზე ახლოს ბოშურიდან ჩანს.

ხანძარი ე.წ. საცხენეთში, ,,ცოდვიანთ ხევში" გაჩნდა.

,,პიკაპები დარბიან. სახანძროს ელოდებიან, ხელისუფლების წარმომადგენლები მოძრაობენ ადგილზე" – გვითხრეს ბოშურელებმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები