ახალი ამბები
შსს: ბოშურთან საცხენეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ხანძარი ლოკალიზებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური შუაღამეს, 2 საათზე ავრცელებს.

,,საცხენეთის' ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პირები, გორის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველოსა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მობილიზებულები არიან. 

ისინი ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.

ბოშურელებმა ცეცხლი საღამოს 19 საათზე შეამჩნიეს. ადგილობრივი მოსახლეობა საშინაო სამუშაო იარაღებით პირვლივე წუთებიდანვე მზადყოფნაში იყო. მათი ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ჯერ კიდე 23:30-წთ-ზევე აღარ არსებობდა.

ფოტოზე: ხანძარი პირველ წუთებში

Print

სტატიის გამოყენების პირობები