ახალი ამბები
პირველი მეხანძრეები ბოშურთან - ადგილობრივები ბარებით
მდინარე ტანას ხეობაში ზემო ბოშურთან ხანძარი დილის მონაცემებით ჩამქრალია. ცეცხლი გაჩენიდან პირველივე წუთებზე ადგილობრივებმა ბარებით და ნიჩბებით სცადეს მისი შეჩერება.

ბოშურელების ცნობით, სახანძრო მანქანა ხაშურიდან გამოიძახეს. ცუდი გზის გამო, სპეცტექნიკამ მიმდებარე ტერიტორიას 2 საათის შემდეგ მიაღწია. კონკრეტული ადგილების გარდა ხეობაში მობილური კავშირი შეუძლებელი იყო.

კერა 22 აგვისტოს საღამოს 7 საათზე შეამჩნიეს. საცხენეთის ტერიტორიაზე კვამლი ,,ცოდვიანთ ხევიდან" ამოდიოდა. შებინდებისას კი, ცეცხლიც ჩანდა.

საღამოს 22 საათიდან ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს 250-მდე სამხედრო პირმა მიწის დამუშავება დაიწყო.

23 საათზე ადგილობრივები იტყობინებოდნენ, ფაქტობრივად, ცეცხლს გავრცელების საშუალება აღარ ჰქონდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 80 გრადუსიან დახრილ ფერდობთან სპეცტექნიკის მიახლოება შეძლეს და კერის ადგილის წყლით დამუშავებაც მოხერხდა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები