ახალი ამბები
ტანას ხეობაში ტყის დამწვარმა ფართობმა 2 ჰა შეადგინა
მდინარე ტანას ხეობაში, ზემო ბოშურთან, დამწვარმა ფართობმა დაახლოებით 2 ჰა შეადგინა.

ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელში ხვიჩა თინიკაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურებისა და სამხედრო პირების დახმარებით, ტერიტორიაზე ცეცხლის კერა საბოლოოდ ჩამქრალია.

ადგილობრივების ცნობით, სოფელში სამხედრო ტექნიკა და სახანძრო მანქანები მთელი დღის განმავლობაში დატოვეს. მოიმარაგეს საწვავიც.

ზემო ბოშურიდან 1 კმ მანძილზე, საცხენეთის ტერიტორიაზე ხანძარი 22 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 19 საათზე შეამჩნიეს.

მოხალისეებისა და სამაშველო სამსახურის მისვლამდე, ადგილობრივი მკვიდრის მიხეილ გიგაურის სატვირთო მანქანით, ბარებით და თოხებით აღჭურვილი მოსახლეობა ცეცხლის კერასთან მივიდა.

,,დიდი და პატარა, ყველა, ბარებით ხელში, მიშიკო გიგაურმა აიყვანა თავისი მანქანით და დაიწყეს მიწის თხრა გარშემო; რომ აღარ გავრცელებულიყო ცეცხლი. მადლობა ყველას, ვინც მოგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა, გადავრჩით" - ამბობენ ადგილობრივები. 





იხ. ამავე თემაზე:

პირველი მეხანძრეები ბოშურთან - ადგილობრივები ბარებით

შსს: ბოშურთან საცხენეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ბოშურელების ცნობით ხანძარი თითქმის ჩამქრალია

ბოშურთან საცხენეთში ხანძარი ტყეში გაჩნდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები