ახალი ამბები
წეროვანთან ხანძარი ჩააქრეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარი ჩააქრეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს  დევნილთა დასახლებიდან აცნობეს.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის კერა უშუალოდ სოფლის მხარეს, ,,ბერტას" ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა.

,,ჩვენგან ხანძარი შორს არ იყო, მაგრამ ავტობანი გვყოფს. ახლაც ვუყურებთ იმ ადგილს და ჩაბნელებულია, აღარ ანთია" - აცხადებენ ადგილობრივები დევნილთა დასახლებიდან.

ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა.

იხ. ვიდეო
Print

სტატიის გამოყენების პირობები