ახალი ამბები
შავშვებთან ტრაილერი გზიდან გადავარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ტრაილერი გზიდან გადავარდა.

თბილისის მიმართულებით მოძრავმა სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და უკიდურეს მარჯვენა ზოლზე აღმოჩნდა.

ტრაილერის საბარგული ძირითად კორპუსს მოსწყდა და გადაყირავდა. მანქანის სალონში მსხდომ პირებს არაფერი დაშავებიათ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, შესაბამისი ოქმი გამოუწერეს.

დაზიანებულია ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანაც. შემთხვევა დაუსახლებელ ტერიტორიასთან მოხდა.













Print

სტატიის გამოყენების პირობები