ახალი ამბები
სინაგურელები სამგზავრო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის მოსახლეობა სამგზავრო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს.

ამის შესახებ ადგილობრივებმა რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ურუზმაგ მაკოევს განუცხადეს.

მათი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები სარეალიზაციოდ ცხინვალის ბაზარში ვერ მიაქვთ, ხოლო ტაქსის დაქირავება 4 ათასი რუბლი ჯდება.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას შეპირდა. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სინაგური-თელედეთის საავტომობილო გზაც შესაკეთებელია.

ურუზმაგ მაკოევმა ადგილობრივი საავადმყოფო და სკოლის შენობაც მოინახულა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები