ახალი ამბები
გორში მოქალაქეს ასაღებად გამზადებული თანხა ბანკომატთან დარჩა
გორში, ბანკომატის აპარატთან, მოქალაქეს ასაღებად გამზადებულ თანხა, დაახლოებით 900 ლარი ადგილზე დარჩა.

ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმ პირის ძებნა დაიწყეს, რომელმაც სხვისი კუთვნილი თანხა აიღო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თანხა ფეხმძიმე ქალს დარჩა. პლასტიკური ბარათის დაბრუნებამდე, ბანკომატში ჯერ თანხის აღება ხდება, შემდეგ ბარათის.

საქართველოს ბანკისგან განსხვავებით, სხვა ბანკების ბანკომატებზე, მოქალაქეს, თანხის აღებამდე, ჯერ პლასტიკური ბარათი უბრუნდება უკან, შემდეგ - თანხა.

,,პიროვნება დადგენილია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აღნიშნული მუხლი წარმოადგენს ქურდობას, სხვისი ნივთის დაუფლებას.

შემთხვევა 2 დღის წინ, 24 აგვისტოს მოხდა. ამ დროის განმავლობაში პოლიციელები ვიდეოჩანაწერებს ათვალიერებდნენ. აღმოჩნდა, რომ ბანკომატის წინ ვიდეო კამერა არ მუშაობს. პიროვნების დადგენა სხვა ვიდეო კამერის ჩანაწერით მოხერხდა. თანხა კინოთეატრ ,,გამარჯვების" უკან მხარეს იპოვეს.



ქვემოთ ფოტოზე: ადგილი, სადაც პოლიციამ დამალული თანხა იპოვა
Print

სტატიის გამოყენების პირობები